კინო

კი ჰუი ქუანის დაუჯერებელი ისტორია: „შენი ოცნებების უნდა გჯეროდეს“

კი ჰუი ქუანის დაუჯერებელი ისტორია: „შენი ოცნებების უნდა გჯეროდეს“

ახდენილი ამერიკული ოცნების შესახებ მსოფლიოს კი ჰუი ქუანმა 12 მარტს, ლოს-ანჯელესში დოლბის თეატრის სცენიდან უამრო. ვიეტნამში, 9 შვილიან ოჯახში დაბადებულმა ბიჭმა ძალიან დიდი გზა გაიარა იმისათვის, რომ 1 კვირის წინ, ყველა მსახიობისთვის სანატრელი ჯილდო, 51 წლის ასაკში პირველად დაეჭირა ხელში და საკუთარი შთამაგონებელი ისტორია მოეყოლა, საკუთარი თავისა და ოცნებების რწმენის შესახებ.

2023 წლის „ოსკარის“  ყველა ძირითადი მომენტი, რომელიც შესაძლოა გამოგრჩათ

2023 წლის „ოსკარის“ ყველა ძირითადი მომენტი, რომელიც შესაძლოა გამოგრჩათ

2023 წლის კინოდაჯილდოებების სერია, ტრადიციულად კინოაკადემიის პრიზების გრანდიოზული ცერემონიით დაგვირგვინდა. 12 მარტს, ლონ-ანჯელესში, დოლბის თეატრში თავი თანამედროვე კინემატოგრაფიის დღის წესრიგის შემქმნელებმა, ამომავალმა თუ უკვე კაშკაშა ვარსკვლავებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა და მუსიკოსებმა მოიყარეს.

აკადემიის პრიზების ისტორია: 15-წუთიანი ცერემონიიდან დიდებამდე

აკადემიის პრიზების ისტორია: 15-წუთიანი ცერემონიიდან დიდებამდე

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ცერემონია აკადემიის პრიზები ანუ „ოსკარები“, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1929 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება. კინოინდუსტრიაში შეტანილი მიღწევების აღსანიშნი დაჯილდოების ცერემონია მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის აღიარებული და ჩვენც, მილიონობით სხვა კინომოყვარულის მსგავსად, მოუთმენლად ველოდებით 13 მარტის დადგომას და „ოსკარის“ რიგით 95-ე ცერემონიის გამარჯვებულების ხილვას.

„სხვა ლეველის ოდისეა“ - ქართული ანიმაციური სერიალი უფროსებისთვის

„სხვა ლეველის ოდისეა“ - ქართული ანიმაციური სერიალი უფროსებისთვის

დღეს, 20:00 საათზე, Cavea+ზე ახალი ლეველის ქართული ანიმაციის - „სხვა ლეველის ოდისეას“ პრემიერა გაიმართება. ვისაც სერიალის თიზერის ხილვისას პირველი რიკი და მორტი ამოგიტივტივდათ გონებაში, თქვენ მარტო არ ხართ, „სხვა ლეველის ოდისეას“ შემქმნელების ერთ-ერთი ინსპირაციად სწორედაც რომ პოპულარული ანიმაციური სიტკომი იქცა, თუმცა ქართული ნარატივით, ქართული საუნდტრეკებით და ჩვენთვის აქტუალური მნიშვნელოვანი გზავნილებით.

დედებთან ერთად სანახავი 10 საუკეთესო ფილმი დედის დღისთვის

დედებთან ერთად სანახავი 10 საუკეთესო ფილმი დედის დღისთვის

ჯერ არ შეგვხვედრია დედა, რომელიც შვილ(ებ)თან გატარებულ დროზე მეტად სხვა რაიმეს აფასებდეს. ამ დედის დღეს, საჩუქრები და თბილი სიტყვები, თქვენი მხრიდან, უპირობო სიყვარულის გამოვლინებად იქცევა, მაგრამ თუკი ამ ყველაფერს მათთან სასიამოვნოდ გატარებულ დროს დავუმატებთ, ეჭვის არ გვეპარება, რომ თითოეული დედისთვის დაუვიწყარ და სრულყოფილ დღეს შევქმნით, ამაში კი 10 საუკეთესო ფილმით დაგეხმარებით, რომელიც ამ დღეს, დედებთან ერთად შეგიძლიათ ნახოთ.

GROUND CONTROL: ლუკა ჩიქოვანი მოკლემეტრაჟიან ფილმში დევიდ ბოუის როლს შეასრულებს

GROUND CONTROL: ლუკა ჩიქოვანი მოკლემეტრაჟიან ფილმში დევიდ ბოუის როლს შეასრულებს

იტალიაში მოღვაწე ქართველი მომღერალი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი, გიადა ჩეოტოს მოკლემეტრაჟიან ფილმში როკმუსიკის „ქამელეონად“ წოდებული არტისტის დევიდ ბოუის როლს შეასრულებს, სიახლე ლუკამ, საკუთარ Instagram გვერდზე პირადად გააზიარა.

BAFTA 2023: ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ გამარჯვებულები გამოავლინა

BAFTA 2023: ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ გამარჯვებულები გამოავლინა

ლონდონის Royal Festival Hall-მა, BAFTA-ს რიგით 76-ე დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების ტრიუფატორად გერმანული ფილმი All Quiet on the Western Front მოგვევლინა, რომელმაც 14 ნომინაციიდან, 7-ში გამარჯვება მოიპოვა. Netflix-ის ომის საწინააღმდეგო ეპოსმა რამდენიმე ძირითად კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის, ხმისა და ფილმის ნომინაციებიც გახლდათ.

2022 წლის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ადამიანი შემოქმედებით ინდუსტრიაში

2022 წლის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ადამიანი შემოქმედებით ინდუსტრიაში

2022 წლის ოქტომბერში, რიგით მეათსე სტურიდური ალბომის Midnights-ის გამოშვებიდან რამდენიმე დღეში, ტეილორ სვიფტი გახდა ისტორიაში პირველი შემსრულებელი, რომელმაც Billboard Hot 100 სიმღერების სიაში 10 ადგილი დაიკავა. ერთი თვის შემდეგ, ტეილორის 14 მილიონმა ერთგულმა გულშემატკივარმა, მომღერლის 2023 Eras Tour-ზე ბილეთების შეძენა ისეთი სისწრაფით და მონდომებით გადაწყვიტა, რომ ამ პროცესმა Ticketmaster-ის მწყობრიდან გამოსვლაც კი გამოიწვია.

დაგ ჯონსი: ცნობილი მსახიობი, რომელიც გრიმის გარეშე ალბათ არასდროს გინახავთ

დაგ ჯონსი: ცნობილი მსახიობი, რომელიც გრიმის გარეშე ალბათ არასდროს გინახავთ

შესაძლოა არ იცოდეთ მისი სახელი და გვარი, სავსებით შესაძლებელია, რომ მისი მოტოს ნახვის შემდეგაც კი ვერ ამოიცნოთ, თუმცა დარმწუნებული ვართ, ერთხელ მაინც გექნებათ დაგ ჯონსის მონაწილეობით ფილმი ან სერიალი ნანახი.

მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მთავარ როლს მისი ძმისშვილი შეასრულებს

მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მთავარ როლს მისი ძმისშვილი შეასრულებს

ბიოგრაფიული ფილმი მაიკლ ჯექსონის პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მზადების პროცესშია, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპის მეფის შესახებ გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ჯექსონის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი შეასრულებს. ფილმის, სახელწოდებით Michael-ის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის კი დამადვილებით ვიცით, რომ მან დიდი აჟიოტაჟი უკვე გამოიწვია.

ზევით