მოდა

10 გაკვეთილი, რომელიც ჯეკი კენედიმ  სტილისა და სილამაზის შესახებ გვასწავლა

10 გაკვეთილი, რომელიც ჯეკი კენედიმ სტილისა და სილამაზის შესახებ გვასწავლა

ჟაკლინ კენედი-ონასისი გარდაცვალებიდან 20 წელზე მეტი გავიდა და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედის საკულტო მემკვიდრეობა ფილანთროპიისა და მოდის შესახებ კვლავაც აგრძელებს შთაგონებას მსოფლიოს გარშემო. წარმოგიდგენთ 10 გაკვეთილს, რომელიც მოდის კერპმა სტილისა და სილამაზის შესახებ გვასწავლა.

საპატარძლო სილუეტებით შთაგონებული საზაფხულო კაბები სეზონის მთავარი ტრენდია

საპატარძლო სილუეტებით შთაგონებული საზაფხულო კაბები სეზონის მთავარი ტრენდია

როდესაც გვეგონა, რომ 2023 წლის საზაფხულო ტრენდებს სრულად მომზადებული შევხვდით და ზუსტად ამოვიცანით რა იქნებოდა ყველაზე ცხელ სეზონზე მოთხოვნადი, ერთმა მოულოდნელმა ტრენდმა ჩვენი გაოცება ნამდვილად მოახერხა. ბოლო რამდენიმე დღეა, ისეთი ვარსკვლავები როგორებიც ჰეილი ბიბერი, ამალ კლუნი, დუა ლიპა და სხვები არაინ, ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ საპატარძლო სილუეტებით შთაგონებულ თეთრ საზაფხულო კაბებში, რომლებიც უდავოდ შეუდარებლად გამოიყურება

IC Model Management-ის ორგანიზებით საქართველოში Elite Model Look Georgia-ს კონკურსი გაიმართება

IC Model Management-ის ორგანიზებით საქართველოში Elite Model Look Georgia-ს კონკურსი გაიმართება

სამოდელო სააგენტო IC Model Management-ი, საერთაშორისო სამოდელო კონკურსში Elite Model Look Georgia 2023 მონაწილეობის მისაღებად, გიწვევთ. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამოდელო კონკურსში მონაწილეთა შერჩევის პროცესი, ერთდროულად რამდნეიმე ქვეყანაში მიმდინარეობს.

რომი შნაიდერის საზაფხულო სტილი ფილმში La Piscine

რომი შნაიდერის საზაფხულო სტილი ფილმში La Piscine

ჟაკ დერეის 1969 წელს გამოსული იტალიურ-ფრანგული ფილმი, La Piscine, გერმანელი მსახიობის რომი შნაიდერის შემოქმედების მწვერვალად არის მიჩნეული. როგორც რომის თაყვანისმცემლები ამტკიცებენ და კრიტიკოსებიც ადასტურებენ, ეს ყველაზე რეალური, ღრმა და აღმაფრთოვანებელი შესრულება გახლდათ, რომელიც შნაიდერის სამსახიობო კარიერაში ოდესმე ეკრანებზე გვინახავს.

უელსის პრინცესა დიანას მზის სათვალეების კოლექცია

უელსის პრინცესა დიანას მზის სათვალეების კოლექცია

1980-იან წლებში, როდესაც მოდის ტენდენციებში სათვალეები დიდი ზომის ჩარჩოებით გამოჩნდა, პრინცესა დიანამ ისინი დაუფიქრებლად მოირგო, ამ მოდერნისტულმა მახასიათებლებმა ელეგანტური უპირატესობა შესძინა მის დეკადენტურ სამოსს. პრინცესა დიანას კიდევ ერთი რჩეული თეთრი ავიატორები გახლდათ, რომელიც უელსის პრინცესას საკმაოდ ხშირად ამშვენებდა.

რა ჩავიცვათ Barbie-ს პრემიერაზე? #OutfitIdeas

რა ჩავიცვათ Barbie-ს პრემიერაზე? #OutfitIdeas

Barbie-მანიამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, გრეტა გერვიგის ახალი ფილმის პრემიერამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. საქართველოში, Barbie-ის დიდ ეკრანზე ხილვის საშუალება მაყურებელს ხვალიდან, 20 ივლისიდან შეეძლება და თუ ჯერ არ გინახავთ, გეტყვით, რომ კინოთეატრში შესაძლებელია ნამდვილ Barbiecore-ს გადააწყდეთ.

გურამ გვასალიას THE TIMES-ის გახმაურებული ინტერვიუ: „ახლა ჩემი დროა“

გურამ გვასალიას THE TIMES-ის გახმაურებული ინტერვიუ: „ახლა ჩემი დროა“

მადონასა და Vetements-ის კოლაბორაციის დაანონსების შემდეგ, რომელიც მომღერლის მუსიკალური ტურნესთვის შექმნილ კოსტიუმებს ითვალისწინებს, The New York Times-ში, Vetements-ის კრეატიული დირექტორის და დემნა გვასალიას უმცროსი ძმის, გურამ გვასალიას ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც გამოსვლის წამიდან იქცა განხილვის საგნად. როგორც ჩანს, 37 წლის დიზაინერი  ცდილობს უფროსი ძმის ჩრდილიდან გამოვიდეს, გურამი არც იმის თქმას ერიდება, რომ მოდის სამყაროში ის შემდეგია.

მექსიკელმა ანტრეპრენერებმა კაქტუსის ფოთლებისგან ვეგანური ტყავი დაამზადეს

მექსიკელმა ანტრეპრენერებმა კაქტუსის ფოთლებისგან ვეგანური ტყავი დაამზადეს

თუკი ბოლო წლებში მიღებულ საუკეთესო ცხოვრებისუელ გაკვეთილზე გვსურს საუბარი, უდავოდ, უნდა აღვნიშნოთ ადამიანების სწრაფვა მეტად გაცნობიერებული, რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს გარემოზე, დედამიწაზე. მდგრადობა და ნებისმიერი ახალი წამოწყება, რომელიც ბუნებაზე მინიმალურ ეფექტს ახდენს, ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში ექცევა. Desserto სწორედ ასეთი ინოვაციური მექსიკური ბრენდია, რომელიც კაქტუსისგან ვეგანურ ტყავს ქმნის.

ზაფხულის ყველაზე კომფორტული შლაპუნები #Shopping

ზაფხულის ყველაზე კომფორტული შლაპუნები #Shopping

არც ფლიპ-ფლოპები და მითუმეტეს არც „შლოპანცები“, ენათმეცნიერების ინსტიტუტის განცხადებით, ყველაზე პოპულარული საზაფხულო ფეხსაცმლის ზუსტი შესაწტყვისი შლაპუნაა და ჩვენს დიდი სიამოვნებით დავამკვიდრებთ ამ ტერმინს გავრცელებული ბარბარიზმის ნაცვლად.

Balenciaga Haute Couture პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე დაბრუნდა

Balenciaga Haute Couture პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე დაბრუნდა

რამდენიმე წუთის წინ, პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე, დემნა გვასალიამ, Balenciaga-სთვის შექმნილი, რიგით მე-3, Haute Couture კოლექცია წარადგინა. მაღალი მოდის კალენდარში ქართველმა დიზაინერმა და მოდის სახლის კრეატიულმა ხელმძღვანელმა Balenciaga 2 წლის წინ დააბრუნდა და მას შემდეგ, განახლებული შთაგონებითა და მოტივაციით, განსხვავებულ კოლექციებს გვთავაზობს.

ზევით