მოდა

ლუკა მიქაძის ხელით მოხატული სამოსი და დებიუტი MBFW TBILISI-ზე

ლუკა მიქაძის ხელით მოხატული სამოსი და დებიუტი MBFW TBILISI-ზე

ლუკა მიქაძე ყოფილი ფეხბურთელი და მოქმედი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც საკუთარი სახელი მოდის სამყაროსთან, სულ რამდენიმე წლის წინ გააიგივა, მაშინ, როდესაც მივიწყებულ ბავშვობის ჰობს - ხატვას მიუბრუნდა და ის ხელახლა აღმოაჩინა. ტილოდან ლუკამ მალევე სამოსზე გადაინაცვლა და ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტის - ხელით მოხატული სამოსის შექმნა დაიწყო.

სოფია რიჩის ზღაპრული ქოწრილი საფრანგეთში და  CHANEL-ის სამი საპატარძლო კაბა

სოფია რიჩის ზღაპრული ქოწრილი საფრანგეთში და CHANEL-ის სამი საპატარძლო კაბა

სოფია რიჩი და ელიოტ გრენჯი გასულ კვირას საფრანგეთში, Hotel du Cap-Eden-Roc-ში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში დაქორწინდნენ. 24 წლის მოდელი და დიზაინერი, რომელიც ასევე ლეგენდარული მომღერლის ლაიონელ რიჩის უმცროსი შვილია, ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ზღაპრულად გამოიყურებოდა, სოფიამ არა ერთი არამედ სამი საპატარძლო კაბა მოირგო, სამივე მათგანი Chanel-მა ექსკლუზიურად მისთვის შექმნა.

1950-იანი წლების პარიზული გლამური მარკ შოუს ფოტოარქივიდან

1950-იანი წლების პარიზული გლამური მარკ შოუს ფოტოარქივიდან

1950-იანი წლები, მოდის დედაქალაქის ყველაზე გლამურული ათწლეული, ეპოქა, რომელმაც  Dior-ის, Givenchy-ის, Fath-ის, Balenciaga-სა და Balmain-ის ჯადოსნურ სამყაროში შეგვახედა და ლეგენდარული მოდის სახლების განუმეორებელი დიზაინერების ნამუშევრები დაგვიტოვა. ეს გახლდათ წლები, როდესაც პარიზული მოდა ბრწყინვალებით მწვერვალებს იპყრობდა და ერთი ნახვით აჯადოებდა მნახველს.

კოაჩელა იწყება!

კოაჩელა იწყება!

ფესტივალი 14 აპრილს აიღებს სტარტს. ლაინაპის ყველაზე ხმაურიანი ჰედლაინერები კი არიან BLACKPINK, Bad Bunny, Frank Ocean და Calvin Harris; დამეთანხმებით, თითოეულ მათგანს განსხვავებული ჟღერადობა და მუსიკალური სტილი აქვს და კოაჩელას კონცეფციაც ეს არის - ერთი სივრცის ქვეშ მოაქციოს მუსიკალური მრავალფეროვნება.

2023 წლის გაზაფხულის ყველაზე პოპულარული სნიკერები

2023 წლის გაზაფხულის ყველაზე პოპულარული სნიკერები

2023 წლის გაზაფხულის ფეხსაცმლის ტრენდები თქვენს ყურადღებას ითხოვენ, თუკი ამ დრომდე არ შეგიმჩნევიათ წლის და სეზონის ყველაზე პოპულარული სპორტული ფეხსაცმელები მაშინ მათ სწორედ დღეს გაგაცნობთ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტულ ფეხსაცმელში ინვესტიცია, შეცდომის დაშვებას ავტომატურად გამორიცხავს, მაინც მნიშვნელოვანი იქნება იმ ტრენდულ ერთეულებზე თვალის მიდევნება, რომლებიც მოდის დღის წესრიგს ქმნიან, მაშ ასე, დავიწყოთ!

გაზაფხულის 5 ფერი, რომელსაც ამ სეზონზე აუცილებლად მოვირგებთ

გაზაფხულის 5 ფერი, რომელსაც ამ სეზონზე აუცილებლად მოვირგებთ

მათთვის ვისაც, ჰორიზონტების გაფართოება და ნეიტრალური ფერთა პალიტრიდან - ახალი გრადაციების აღმოჩენა განუზრახავს, გეტყვით, რომ გაზაფხული სავსეა ტენდენციური ფერებით, რომლებიც 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებებიდან ღრმად აღგვებეჭდა გონებაში და ექსპერიმენტებისკენ გვიბიძგა.

კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი წითელი კაბები

კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი წითელი კაბები

არის რაღაც გრაციოზული, დამატყვევებელი და მომნუსხველი წითელ ფერში, ფერში, რომლისთვისაც არასდროს უწოდებიათ "ახალი შავი", რადგან თავად იმდენად თვითკმარი იყო, რომ სხვა რომელიმე ფერთან პარალელის გავლებასაც კი ვერ უბედავდნენ. წითელი ფერის ისტორია საუკუნეებს ითვლის, ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში გვაბრუნებს, როდესაც ამ ფერმა მოახერხა და ადამიანები ერთიანად მოაჯადოვა.

დაბალწელიანი ჯინსის შარვლების დიდი დაბრუნება მოდის ტენდენციებში

დაბალწელიანი ჯინსის შარვლების დიდი დაბრუნება მოდის ტენდენციებში

პლატფორმიანი ფეხსაცმელების, ბაგეტის ჩანთების და კარგო შარვლების მობრუნების შემდეგ, მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის ვიხილავდით დაბალწელიან შარვლებს მოდის ტენდენციებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენგანი ჯერ კიდევ არ არის მორალურად მზად ამ ნახტომისთვის და წარსულში მიბრუნებისთვის, წამყვანი მოდის სახლები და დიზაინერები სულ უფრო აქტიურად ამატებენ საკუთარ კოლექციებში დაბალწელიან შარვლებს.

2023 წლის „ოსკარის“ საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები

2023 წლის „ოსკარის“ საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები

კინოაკადემიის პრიზების რიგით 95-ე დაჯილდოებამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა - „ოსკარის“ წითელი ხალიჩა ერთ-ერთი ყველაზე პომპეზური და დასამახსოვრებელი მოვლენაა წლის მანძილზე. ცნობილმა ადამიანებმა და მათმა სტილისტებმა ძალები არ დაიშურეს, რათა 12 მარტის დაჯილდოების საღამოსთვის, თავბრუდამხვევი ლუქები შეექმნათ, იდეალურად კოორდინირებული, დაწყებული მაკიაჟით, თმით, სამოსითა და აქსესუარებით დამთავრებული.

Yves Saint Laurent-ის ფილოსოფიით შთაგონებული კოლექცია ენტონი ვაკარელოსგან

Yves Saint Laurent-ის ფილოსოფიით შთაგონებული კოლექცია ენტონი ვაკარელოსგან

Saint Laurent-ის ჩვენების ლოკაციები ყოველთვის დრამატიზმით გამოირჩევა, არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი, მოდის სახლის ავთენტურობის გამოძახილით შექმნილი სილუეტები, კრატიული ხელმძღვანელის მითითებით Place de Varsovie-ში გამოჩნდა, გიგანტური ჭაღები ჩვენების მთავარი გმირები გახლდნენ.

ზევით