„ვალსი“: ჯგუფი „მგზავრებისა“ და ლადო კვატანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმ-კლიპი დანაკარგის შეგრძნებაზე

„ვალსი“: ჯგუფი „მგზავრებისა“ და ლადო კვატანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმ-კლიპი დანაკარგის შეგრძნებაზე

დღეს, 9 თებერვალს, ჯგუფი „მგზავრებისა“ და რეჟისორ ლადო კვატანიას საერთო პროდუქტის მოკლემეტრაჟიანი ფილმ-კლიპის პრემიერა გაიმართა, კლიპი „მგზავრების“ ახალი ტრეკისთვის „ვალსისთვის“ შეიქმნა, რომელიც ჯგუფის ახალი ალბომის „მგზავრები კამარას“ ნაწილი გახლავთ.

Don’t Worry Darling-ის შუა საუკუნეების თანამედროვე ინტერიერის დიზაინი და მისი მნიშვნელობა

Don’t Worry Darling-ის შუა საუკუნეების თანამედროვე ინტერიერის დიზაინი და მისი მნიშვნელობა

2022 წლის სექტემბერში, ოლივია უაილდის ფილმის, Don’t Worry Darling-ის, პრემიერა გაიმართა. კინონაწარმი, რომელშიც მთავარ როლებს თავად რეჟისორი, ჰარი სთაილსი, ფლორენს პიუ, კრის პაინი და ჯემა ჩანი ასრულებდნენ, ყურადღების ცენტრში გამოსვლის დღიდან მოექცა, თუმცა არა იმ სასიამოვნო მიზეზთა გამო, რომელიც შეიძლება ეკრანიზაციას დავუკავშიროთ. სამწუხაროდ, Don’t Worry Darling-მა ყურადღება მისი შემოქმედებითი გუნდის გარშემო მიმდინარე დრამის გამო მოიხვეჭა

მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მთავარ როლს მისი ძმისშვილი შეასრულებს

მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში მთავარ როლს მისი ძმისშვილი შეასრულებს

ბიოგრაფიული ფილმი მაიკლ ჯექსონის პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მზადების პროცესშია, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპის მეფის შესახებ გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ჯექსონის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი შეასრულებს. ფილმის, სახელწოდებით Michael-ის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის კი დამადვილებით ვიცით, რომ მან დიდი აჟიოტაჟი უკვე გამოიწვია.

კიარა ფერანი Dior-ის კაბებით, გენდერული სტერეოტიპებისა და სიძულვილის წინააღმდეგ

კიარა ფერანი Dior-ის კაბებით, გენდერული სტერეოტიპებისა და სიძულვილის წინააღმდეგ

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი ინფლუენსერი კიარა ფერანი გასულ ღამეს, რიგით 73-ე Sanremo 2023 Festival-ის საპატიო სტუმართა შორის იყო. წლების განმავლობაში, მიპატიჯებაზე მრავალგზის ნათქვამი უარის შემდეგ, კიარა, ეფექტური დებიუტი ფესტივალზე შედგა, ინფლუენსერმა Sanremo 2023-ის სცენა ძალადობის, სიძულვილისა და სექსიზმის წინააღმედ ხმის ასამაღლებლად გამოიყენა.

მიწისძვრა თურქეთში: სად იყო ეპიცენტრი და რატომ იყო ის ასეთი დამანგრეველი?

მიწისძვრა თურქეთში: სად იყო ეპიცენტრი და რატომ იყო ის ასეთი დამანგრეველი?

ორშაბათს დილით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ამ მონაცემებით 5000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზარალებულთა რაოდენობა კი 20000-ს აჭარბებს.

2023 წლის „გრემის“ დაჯილდოების საუკეთესო მომენტები და საღამოს გამარჯვებულები

2023 წლის „გრემის“ დაჯილდოების საუკეთესო მომენტები და საღამოს გამარჯვებულები

მუსიკალურ სამყაროში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონია, გასულ ღამეს ლოს-ანჯელესში, Crypto.com Arena-ზე გაიმართა. რიგით 65-ე „გრემის“ დაჯილდოება, სიურპრიზებით, მნიშვნელოვანი მოვლენებითა და სახალისო მომენტებით იყო სავსე, რომლებმაც დღევანდელი დღის ყველაზე ხმაურიანი სიახლეები შექმნეს.

მარკ ენტონისა და ნადია ფერეირას ზღაპრული ქორწილი

მარკ ენტონისა და ნადია ფერეირას ზღაპრული ქორწილი

გასულ კვირას 54 წლის ლათინოამერიკელმა მომღერალმა მეოთხეჯერ იქორწინა. მარკ ენტონის რჩეული 23 წლის პარაგვაელი მოდელი, ნადია ფერეირაა. მარკისა და ნადიას ზღაპრული ქორწილი მაიამიში, პერეს ხელოვნების მუზეუმში გაიმართა. ცერემონიალი გამორჩეული იყო არამხოლოდ საოცნებო ქორწილის ელემენტებით, არამედ ვარსკვლავური სტუმრების სიით, რომელთა შორის იყვნენ მომღერლები, მსახიობები, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები.

თებერვლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც მხედველობიდან არ უნდა გამოგეპაროთ

თებერვლის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომლებიც მხედველობიდან არ უნდა გამოგეპაროთ

ნაკლული დღეები თებერვალს, ნაკლებად მნიშვნელოვნად სულაც არ აქცევს, პირიქით, 28 დღეში იმაზე მეტი კულტურული ღონისძიება, გამოფენა, სპექტაკლი თუ კონცერტია მოქცეული, რომელსაც ზოგჯერ სრული თვეც კი ვერ გვთავაზობს. ღონისძიებებით დახუნძლულ თებერვალში ნამდვილად მოიძებნება ღონისძიებები, რომლებიც სხვაზე მნიშვნელოვანია და მათი მხედველობიდან გამორჩენა არაფრით არ შეიძლება.

10 სიმღერა, რომელიც მომღერლებმა ყოფილებს მიუძღვნეს

10 სიმღერა, რომელიც მომღერლებმა ყოფილებს მიუძღვნეს

მაილი საირუსის და შაკირას სუპერპოპულარული ჰიტების Flowers-ისა და Music Sessions #53-ის გამოსვლის შემდეგ, რომლებიც მომღერლებმა საკუთარ ყოფილებს მიუძღვნეს, დაშორების ახალ ბალადებად აქციეს და ამასთანავე თავიანთი სიმღერებით ქალების გაძლიერებასაც შეიწყვეს ხელი, მათ გარშემო საუბარი უბრალოდ არ წყდება.

მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

მერაბ ნინიძე ედვარდ ბერგერის ახალ ფილმ „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

ცნობილი ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. მსახიობი, ოსკარზე ნომინირებული ფილმის („დასავლეთის ფრონტი უცვლელია“) რეჟისორის ედვარდ ბერგერის ახალ ფილმში „კონკლავში“ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

ზევით