ქვეყნებს შორის არსებული ყველაზე უცნაური საზღვრები

ქვეყნებს შორის არსებული ყველაზე უცნაური საზღვრები

De Biergrens-ის ლუდის მაღაზიის ერთი კარი შეგიძლიათ ნიდერლანდებში შეაღოთ, მეორე კი ბელგიაში, ორი ქვეყნის საზღვარზე მოქცეულ მაღაზიაში ორ ტელეფონსაც შეხვდებით, ერთი ბელგიის ტელეკომის სისტემასთანაა დაკავშირებული, მეორე კი ჰოლანდიურთან, De Biergrens-ში ორი სალარო აპარატიც კი დგას, თუთიოეული ქვეყნითვის განკუთვნილი. ასე მარტივად, ყოველგვარი მავთულხლართებისა და სასაზღვრო კონტროლის გარეშე, სულ რაღაც ერთ ნაბიჯში შეგიძლიათ ორი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთოთ და გზად ავთენტური ლუდიც დააგემოვნოთ.

BAFTA 2023: ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ გამარჯვებულები გამოავლინა

BAFTA 2023: ბრიტანული კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ გამარჯვებულები გამოავლინა

ლონდონის Royal Festival Hall-მა, BAFTA-ს რიგით 76-ე დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების ტრიუფატორად გერმანული ფილმი All Quiet on the Western Front მოგვევლინა, რომელმაც 14 ნომინაციიდან, 7-ში გამარჯვება მოიპოვა. Netflix-ის ომის საწინააღმდეგო ეპოსმა რამდენიმე ძირითად კატეგორიაში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის, ხმისა და ფილმის ნომინაციებიც გახლდათ.

Atelier Versace: შოუ, რომელიც ჯანი ვერსაჩეს კრეატიულობის ეპიტაფიად იქცა

Atelier Versace: შოუ, რომელიც ჯანი ვერსაჩეს კრეატიულობის ეპიტაფიად იქცა

1989 წლიდან მოყოლებული, ჯანი ვერსაჩე Atelier Versace ჩვენებებს, პარიზში, მაღალი მოდის კვირეულის ჟამს აწყობდა, რომაული ალტა მოდის ნაცვლად. პარიზში, ჯანის ხელწერა მეტად ინტიმური გახდა, რაც მაღალი მოდისა და მისი კლიენტების სურვილების გამოძახილითაც აიხსნება. Paris haute couture week-ში ფეხის შედგმიდან და სადებიუტო კოლექციის ჩვენებიდან, ვერსაჩე და მისი მოდის სახლი პარიზული მაღალი მოდის კვირეულის რჩეულ მონაწილეებად იქცნენ.

ლონდონის მოდის კვირეული Harris Reed-ის თეატრალიზებული ჩვენებით გაიხსნა

ლონდონის მოდის კვირეული Harris Reed-ის თეატრალიზებული ჩვენებით გაიხსნა

ლონდონის მოდის კვირეული გასულ ღამეს Harris Reed-ის ჩვენებით დრამატულად გაიხსნა. შექსპირის ციტატით შთაგონებულმა დიზაინერმა, 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სილუეტები თეატრალური დადგმის შემდეგ გამოაჩინა, დადგმას კი ჰარის რიდის ახლო მეგობარი და მსახიობი ფლორენს პიუ უძღვებოდა.

2022 წლის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ადამიანი შემოქმედებით ინდუსტრიაში

2022 წლის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ადამიანი შემოქმედებით ინდუსტრიაში

2022 წლის ოქტომბერში, რიგით მეათსე სტურიდური ალბომის Midnights-ის გამოშვებიდან რამდენიმე დღეში, ტეილორ სვიფტი გახდა ისტორიაში პირველი შემსრულებელი, რომელმაც Billboard Hot 100 სიმღერების სიაში 10 ადგილი დაიკავა. ერთი თვის შემდეგ, ტეილორის 14 მილიონმა ერთგულმა გულშემატკივარმა, მომღერლის 2023 Eras Tour-ზე ბილეთების შეძენა ისეთი სისწრაფით და მონდომებით გადაწყვიტა, რომ ამ პროცესმა Ticketmaster-ის მწყობრიდან გამოსვლაც კი გამოიწვია.

ქალი პერსონაჟების სახლის დეკორი და ინტერიერი ფილმებსა და სერიალებში

ქალი პერსონაჟების სახლის დეკორი და ინტერიერი ფილმებსა და სერიალებში

ფილმისა თუ სერიალის მთავარი პერსონაჟის შექმნა მხოლოდ მისი ხასიათისა და გარეგნული მახასიათებლების ხაზგასმას როდი გულისხმობს, თითოეულ კინონაწარმში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პატარა თუ დიდ დეტალებს, მათ შორის იმ საცხოვრებელ სახლსა და ინტერიერს, რომელშიც ჩვენი საყვარელი მთავარი გმირი იცხოვრებს.

სიყვარულის ენის კონცეფციის აღქმა ხელოვნების დახმარებით

სიყვარულის ენის კონცეფციის აღქმა ხელოვნების დახმარებით

სიყვარულის გამოხატვისა თუ მიღების იმდენი ვარიაცია არსებობს, რამდენი ინდივიდიც დედამიწის ზურგზე დაიარება. ჩვენ, ყველანი სიყვარულის განსხვავებულ ენაზე ვლაპარაკობთ, უსასრულო სიყვარულის ძიების პროცესში, ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაციის ჩვენეულ ვარიანტს მივმართავთ და ჩვენი ურთიერთობების ბედ-იღბალს სწორედ მას მივანდობთ.

დაგ ჯონსი: ცნობილი მსახიობი, რომელიც გრიმის გარეშე ალბათ არასდროს გინახავთ

დაგ ჯონსი: ცნობილი მსახიობი, რომელიც გრიმის გარეშე ალბათ არასდროს გინახავთ

შესაძლოა არ იცოდეთ მისი სახელი და გვარი, სავსებით შესაძლებელია, რომ მისი მოტოს ნახვის შემდეგაც კი ვერ ამოიცნოთ, თუმცა დარმწუნებული ვართ, ერთხელ მაინც გექნებათ დაგ ჯონსის მონაწილეობით ფილმი ან სერიალი ნანახი.

ლაშა ჯუხარაშვილი „დირეს“ შექმნისა და ფანტაზიის განსხვავებულ პროდუქტად გარდაქმნის შესახებ

ლაშა ჯუხარაშვილი „დირეს“ შექმნისა და ფანტაზიის განსხვავებულ პროდუქტად გარდაქმნის შესახებ

ადამიანებთან კომუნიკაციის სრულად ახლებურ საშუალებას ლაშა ჯუხარაშვილმა 3 წლის წინ მიაკვლია. თეატრში გაჩენილი ფორმის სიყვარული, თიხაზე მუშაობის პროცესშიც გამოვლინდა და სოციალურად დისტანცირებულ პერიოდში, ლაშასთვის ფიქრებისა და აზრების გადმოცემის საუკეთესო საშუალებად იქცა. დროთა განმავლობაში, ინტერესმა, უფრო სერიოზული სახე მიიღო და ამ პროფესიის სიღრმისეულად შესწავლის სურვილიც გააჩინა, თიხამ ახალი აღმოჩენებისკენაც გაუკვალა გზა და დაგროვილი ცოდნის გასაზიარებლად მალევე დირე დიზაინ სტუდიაც შეიქმნა.

დემნა გვასალიას პირველი კომენტარი Balenciaga-ს სკანდალის შემდეგ: „განსაკუთრებით რთული იყო ამით ცხოვრება“

დემნა გვასალიას პირველი კომენტარი Balenciaga-ს სკანდალის შემდეგ: „განსაკუთრებით რთული იყო ამით ცხოვრება“

ესპანური მოდის სახლის გარშემო ატეხილი სკანდალიდან რამდენიმე თვის შემდეგ, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია პირველ კომენტარს აკეთებს.

ზევით