კულტურა

დღეს, MAUDI Booster - აუქციონი გაიმართება

დღეს, MAUDI Booster - აუქციონი გაიმართება

დღეს, 17 საათზე, მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცეში, Maudi Booster-ის ექსპოზიცია დიდი აუქციონით სრულდება. Maudi არაკომერციული სახელოვნებო სივრცეა, რომელმაც მიზნად, ამ სივრცეში კერძო სექტორის ჩართვა და მომავალი აქტივობებისა და გამოფენების მაღალი ხარისხით ორგანიზებისთვის რესურსების მოძიება განიზრახა. აუქციონიდან შემოსული თანხის ნაწილი, ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, უკრაინის ფონდში გადაირიცხება.

NETFLIX-ზე ბარაკ ობამას სერიალის დებიუტი შედგა

NETFLIX-ზე ბარაკ ობამას სერიალის დებიუტი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკვე Netflix-ის გუნდის წევრია. პოლიტიკოსი, რომელიც კლიმატის ცვლილებების შესამცირებლად აქტიურად იბრძოდა, როგორც პრეზიდენტობის პერიოდში, ასევე მის შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე პოპულაულ საკაბელო არხზე საკუთარ დოკუმენტურ სერიალს Great National Parks-ს წარმოგვიდგენს.

„შენ ორი ხარ” ჯგუფური გამოფენა არტერიაში

„შენ ორი ხარ” ჯგუფური გამოფენა არტერიაში

გალერია არტერია, 15 აპრილს, ანა დედაბრიშვილის კურატორობით ჯგუფურ გამოფენას სახელწოდებით „შენ ორი ხარ“ წარმოგვიდგენს. გამოფენის თემაა ორნი და მისი მონაწილეებიც ორნი არიან: თეზი ოსეფაშვილი და ხათუ ფსუტური, მეტიც, არტერია გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელსაც გაორებას უწინასწარმეტყველებს.

ჯეფ კუნსის შემოქმედებითი ფილოსოფია

ჯეფ კუნსის შემოქმედებითი ფილოსოფია

ზომაში არაბუნებრივად გაზრდილი ორნამენტები, ბავშვის სათამაშოები, სუვენირები - ეს იმ ნივთებისა და დეტალების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ჯეფ კუნსის შემოქმედებაში ფიგურირებს. ამ საგნებს არტისტი იმისთვის იყენებს, რომ კომფორტულ, პროვინციულ ცხოვრებასა და გემოვნებაზე აქცენტი გააკეთოს, გააკრიტიკოს თანამედროვე კულტურა, რომელიც კომერციით არის მართული.

„ბიბისი“: „ქართული ფხალი მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის შეიძლება სუპერ საკვები იყოს“

„ბიბისი“: „ქართული ფხალი მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის შეიძლება სუპერ საკვები იყოს“

ბრიტანული გამოცემა „ბიბისი“, ქართულ სამზარეულოს ვრცელ სტატიას უძღვნის და მსოფლიოს „მრავალფეროვან ვეგანურ აპეტაიზერს“ - ფხალს აცნობს. მოგზაურმა ბლოგერმა და ცნობილი გამოცემის ჟურნალისტმა სარა ფრიმენმა 8 აპრილს „ბიბისის“ ონლაინ პლატფორმაზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ფხალი მოიხსენია როგორც მთელი მსოფლიო ვეგანებისთვის სუპერ საკვები.

„ბეატრიჩე“: „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე

„ბეატრიჩე“: „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე

დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლის საიუბილეო თარიღის საქართველო, მთელ მსოფლიოსთან ერთად, აღნიშნავს. 18 აპრილს, 20:00-ზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტს „ბეატრიჩე“ დაიდგმება - დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით.

ლევან აკინი Interview with the Vampire-ის ადაპტაციის 2 სერიის რეჟისორია

ლევან აკინი Interview with the Vampire-ის ადაპტაციის 2 სერიის რეჟისორია

წარმოშობით ქართველი, შვედი რეჟისორი ლევან აკინი ანა რაისის 1976 წელს გამოსული სენსაციად ქცეული ნოველის Interview with the Vampire-ის, ადაპტაციის რეჟისორად მოგვევლინება. როგორც IMDB-დან ირკვევა, აკინი 2022 წლის ადაპტაციის პირველი სეზონების მე-5 და მე-6 სერიების რეჟისორის მოვალეობას ირგებს.

გორის ქალთა გუნდის ხმები მთვარეზე გაიგზავნება

გორის ქალთა გუნდის ხმები მთვარეზე გაიგზავნება

გორის ქალთა გუნდისთვის დედამიწა საკმარისი არ აღმოჩნდა, ბრწყინვალე ქალთა შემოქმედება, არც მეტი არც ნაკლები მთვარეზე გაიგზავნება, დიახ, არ მოგესმათ, სწორედ მთვარეზე!

„მაგნოლია“ - ნათია თოდუას სიურრეალისტური მუსიკალური კლიპის პრემიერა

„მაგნოლია“ - ნათია თოდუას სიურრეალისტური მუსიკალური კლიპის პრემიერა

9 აპრილს, საქართველოს დროით 8 საათზე, ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის, ნათია თოდუას ახალი კლიპის პრემიერა გაიმართა. ანა კალანდაძის ლექსზე, ცინუკი დადიანის სიმღერის განახლებულ ვერსიასთან ერთად, მუსიკალური კლიპის ჩაწერის იდეა ნათიას რამდენიმე თვის წინ დაებადა და ის რეჟისორ ზაზა ორაშვილთან ერთად სისრულეში, ხანგრძლივი და საკმაოდ შრომატევადი პროცესის შემდეგ მოიყვანა.

Pink Floyd-მა უკრაინის მხადასაჭერი სიმღერა ჩაწერა #HeyHeyRiseUp

Pink Floyd-მა უკრაინის მხადასაჭერი სიმღერა ჩაწერა #HeyHeyRiseUp

ხანგრძლივი 28 წლის შემდეგ, ლეგენდარულმა როკ-ჯგუფმა Pink Floyd-მა, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, ახალი სიმღერა სახელწოდებით Hey, Hey, Rise Up! გამოუშვა. სიმღერაში Boombox-ის წევრის უკრაინელი მომღერლის ანდრეი ხლიუვნიკის ხმა ისმის, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ხელში იარაღი აიღო და ქვეყნის დასაცავად იბრძვის.

ზევით