მოდა

Signature Look - ლეკა მიქაძე

Signature Look - ლეკა მიქაძე

ამჯერად საკუთარ მოდურ ხელწერას ჩვენი რჩეული IT გოგო გაგვანდობს. She is her own muse და არავის უკვირს, რატომ?! ლეკა მიქაძის ესთეტიკა გამორჩეულად დახვეწილი და ჭკვიანურია. ეს ის გოგოა, რომლის ფიდიდანაც ჩვენი სურვილების სიაში თითქმის ყველაფერი ხვდება.

Item of the week - BOTTEGA VENETA-ს ლეგენდარული ჩანთა

Item of the week - BOTTEGA VENETA-ს ლეგენდარული ჩანთა

ამ კვირის fashion აითემი ბოტეგა ვენეტას სარდინის ჩანთაა, რომელმაც პოპულარობა ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე მოიპოვა, როდესაც გამორჩეული ტექნიკით შექმნილი ტყავის ჩანთა MFW-ის შემოდგომის სეზონის ჩვენებებზე გამოჩნდა

THEDIARY X MAO.GE: 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ყველაზე მოდური ფერთა კომბინაცია

THEDIARY X MAO.GE: 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ყველაზე მოდური ფერთა კომბინაცია

TheDiary x Mao.ge კოლაბორაციის ფარგლებში, გასულ კვირას ჩვენს გამომწერებს შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ბურგუნდიული ღვინისფრის პოსტი უკვე გავუზიარეთ. დღეს, სეზონის კიდევ ერთი სახასიათო ფერთა კომბინაციას, ყავისფრისა და კრემისფრის დუოს გაგაცნობთ.

Signature Look - მარიამ კუხალაშვილი

Signature Look - მარიამ კუხალაშვილი

Signature Look ონლაინ ჟურნალი The Diary-ის ახალი რუბრიკაა, რომელშიც საკუთარი ხედვითა და გემოვნებით შექმნილ Look-ებს ყველაზე გამორჩეული ქართველი ინფლუენსერები, თუ მოდის ბლოგერები შემოგვთავაზებენ. ამჯერად Instagram-ის მიმდევრებისთვის კარგად ნაცნობი IT გოგოს, მარიამ კუხალაშვილის სტილის ხელწერას გაგაცნობთ.

GUCCI-მ მცენარეული ნედლეულისგან დამზადებული HORSEBIT 1955 ჩანთის თანამედროვე მოდელი წარადგინა

GUCCI-მ მცენარეული ნედლეულისგან დამზადებული HORSEBIT 1955 ჩანთის თანამედროვე მოდელი წარადგინა

Gucci-მ თავისი საკულტო Horsebit 1955 ჩანთით, ეთიკური მომავლისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. კიდევ უფრო ამაღელვებელი, ის არის, რომ ახალ კამპანიაში მოდის სახლი ბილი აილიშთან გაერთიანდა, სენსაციურ მუსიკოსთან, რომელიც ცნობილია პოზიციების თამამად დაფიქსირებით, როდესაც საქმე მდგრად მოდას, თუ ცხოველების უფლებებს ეხება.

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის ჩანთა LOUIS VUITTON-მა დაამზადა

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის ჩანთა LOUIS VUITTON-მა დაამზადა

Rugby World Cup France 2023-ის დრამატული ფინალი ახალი ზელანდია vs სამხრეთ აფრიკა, ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა დამსახურებულად დაისაკუთრა წლევანდელი თასი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე მოედანზე, Louis Vuitton-ის ჩანთით სოფი ტერნერმა და დენ დაზელმა წარადგინეს.

გაიცანით შონ მაკგირი Alexander McQueen-ის ახალი კრეატიული დირექტორი

გაიცანით შონ მაკგირი Alexander McQueen-ის ახალი კრეატიული დირექტორი

Alexander McQueen-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის ემოციური კოლექციის წარდგენიდან და სარა ბარტონის დამშვიდობებიდან რამდენიმე დღეში, მოდის სახლმა ახალი კრეატიული ხელმძღვანელი დაასახელა შონ მაკგირი დაასახელა.

Megrelian Gang პარიზის მოდის კვირეულზე - დემნას ემოციური შეხვედრა ლელასთან

Megrelian Gang პარიზის მოდის კვირეულზე - დემნას ემოციური შეხვედრა ლელასთან

ლელა წურწუმიას გამოჩენა დემნა გვასალიას SS24-ის Balenciaga-ს ჩვენებაზე და კულისებს მიღმა "მეგრული კლანის" გაერთიანება, კვირის მთავარ სიახლედ იქცა. პარიზული ვოიაჟის დეტალებზე, Balenciaga-ს კოლექციის ჩვენების წინა რიგებში ჯდომის გამოცდილებასა და გაზიარებულ ემოციებზე ლელამ, გასულ ღამეს საავტორო გადაცემა მხოლოდ ლელასთან პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა და რამდენიმე მხიარული დეტალიც გაგვიზიარა.

ELIE SAAB READY-TO-WEAR SS24 კოლექცია ბრენდის ახალ ხედვას განსაზღვრავს

ELIE SAAB READY-TO-WEAR SS24 კოლექცია ბრენდის ახალ ხედვას განსაზღვრავს

ELIE SAAB-მა 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, სახელწოდებით "მთვარის ჩრდილი", Palais de Tokyo-ში სავსე მთვარეობისას წარადგინა. ელეგანტური, ქარიზმატული და მთვარის ჩრდილის მატარებელი ELIE SAAB-ის ქალი თამამად მიჰყვება ღამის ნათებას. მან კარგად იცის, რომ ზურგს მთვარის შუქი და ხმელთაშუა ზღვის ესთეტიკა უმაგრებს.

ზევით