კულტურა

მართლაც, რა იყო ეს? - Tbilisi Open Air დაიწყო

მართლაც, რა იყო ეს? - Tbilisi Open Air დაიწყო

მუსიკალური დღესასწაულის პირველ დღეს კი ყველაფერი ჰქონდა, რისთვისაც ეს ფესტივალი შევიყვარეთ, უსაყვარლესი MEME გავიცანით, KORDZ-თან დადებითი ენერგიით დავიმუხტეთ, Konoba-სთან ერთად I'm a wolf ვიმღერეთ, სულ ბოლოს კი მელანქოლიურ მორევშიც გადავეშვით და  Cigarettes After Sex-ის მომაჯადოებელი ჰანგებით მთელი საათის განმავლობაში დავტკბით.

გურამ შავდიას სოლო გამოფენა „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“

გურამ შავდიას სოლო გამოფენა „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილი 7 ში, ქეთევან კორძაიას კურატორობით, გურამ შავდიას სოლო გამოფენას „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“ მასპინძლობს.

ჰანთერ შაფერი „შიმშილის თამაშების“ პრიქუელის სამსახიობო გუნდს შეუერთდა

ჰანთერ შაფერი „შიმშილის თამაშების“ პრიქუელის სამსახიობო გუნდს შეუერთდა

„ეიფორიას“ ვარსკვლავი ჰანთერ შაფერი „შიმშილის თამაშების“ პრიქუელის - „სიმღერა ფრინველებისა და გველების ბალადის“  სამსახიობო გუნდს შეუერთდა. პრიქუელი, ცნობილი ტრილოგიის ავტორის სიუზან კოლინსის, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით იქნება გადაღებული

ჯგუფური გამოფენა „სიმღერები დავიწყებით კვდებიან“ Gallery Artbeat-ში

ჯგუფური გამოფენა „სიმღერები დავიწყებით კვდებიან“ Gallery Artbeat-ში

24 ივნისს, Gallery Artbeat, ანისა ტოუატის კურატორობით, ჯგუფურ გამოფენას, სახელწოდებით „სიმღერები დავიწყებით კვდებიან“ უმასპინძლებს. გამოფენაში მონაწილე ხელოვანთა შორის არიან ადრიენ ვესკოვი, დებორა ჰანსონ მერფი, მატილდ როზიე, რომან სარო, ზოე უილიამსი, სალომე ჩიგილაშვილი, მამუკა ჯაფარიძე და მარი ყალაბეგაშვილი.

თეკლა კიღურაძის პირველი პერსონალური გამოფენა The Why Not Gallery-ში

თეკლა კიღურაძის პირველი პერსონალური გამოფენა The Why Not Gallery-ში

25 ივნისს, The Why Not Gallery ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრის, თეკლა კიღურაძის, პირველ პერსონალურ გამოფენას „დამალული ნაპერწკლები“ უმასპინძლებს. გამორჩეული ხატვის სტილისა და თეკლას ხელწერისთვის დამახასიათებელი პატერნებისა თუ პასტელური ფერებით შექმნილი ჯადოსნობების ნახვა 30 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

Insomnia - ნატალია ნაყოფიას ახალი სიმღერა

Insomnia - ნატალია ნაყოფიას ახალი სიმღერა

მუსიკალურ სამყაროში წარმატებული დებიუტის შემდეგ, ნატალია ნაყოფია ახალ მუსიკალურ კლიპზე მუშაობს. სიმღერა სახელწოდებით Insomnia ნატალიას ახალი პროექტია, რომლის გადაღებებიც უკვე დაიწყო და ქართველ მსმენელს მისი ნახვის საშუალება სულ მალე მიეცემა.

6 წლიანი პაუზის შემდეგ, ბიონსე ახალ ალბომს Renaissance-ს გამოუშვებს

6 წლიანი პაუზის შემდეგ, ბიონსე ახალ ალბომს Renaissance-ს გამოუშვებს

ხანგრძლივ შესვენებას წერტილი დაესვა, 6 წლიანი პაუზის შემდეგ ბიონსე სოლო ალბომს Renaissance-ს 29 ივლისს გამოუშვებს. მას შემდეგ, რაც 40 წლის მუსიკოსმა სიტყვები „act i… RENAISSANCE“ თავის სოციალურ მედიაში გააზიარა...

ჯგუფი „მგზავრები“ დიდ საზაფხულო კონცერტს გამართავს

ჯგუფი „მგზავრები“ დიდ საზაფხულო კონცერტს გამართავს

17 ივნისს, მთაწმინდის პარკში ჯგუფი „მგზავრები“ Underwheel Club-ში „დიდ საზაფხულო კონცერტს“ გამართავს. „მგზავრები“ მსმენელის წინაშე ძველი და ახალი ალბომით წარსდგება, კონცერტზე გაიჟღერებს როგორც ჰიტად ქცეული, აგრეთვე ახალ რეპრეტუარში შემავალი სიმღერები.

Emily In Paris მე-3 სეზონი: პრემიერის თარიღი, სპოილერები და სამსახიობო შემადგენლობა

Emily In Paris მე-3 სეზონი: პრემიერის თარიღი, სპოილერები და სამსახიობო შემადგენლობა

დარენ სტარის ემიზე ნომინირებული რომანტიკული კომედია, Emily in Paris Netflix-ზე ორი ახალი სეზონით გაგრძელდება. სტრიმინგ პლატფორმისთვის სერიალი იმდენად პოპულარული აღმოჩნდა, რომ Netflix-მა Emily in Paris-ს ერთდროულად მე-3 და მე-4 სეზონები დაუმტკიცა.

„დიალოგის ძიებაში“ - ექსპერიმენტული სახელოვნებო იდეა გალერეა ვერეში

„დიალოგის ძიებაში“ - ექსპერიმენტული სახელოვნებო იდეა გალერეა ვერეში

15 ივნისს, 20 საათზე, გალერეა ვერე ექსპერიმენტულ სახელოვნებო იდეას - „დიალოგის ძიებაში“ უმასპინძლებს. პროექტი განაზოგადებს მხატვრული გამოსახვის ფორმებს და მხარს უჭერს ორი ხელოვანის - თამუნა მელიქიშვილისა და არჩილ თაბაგარის - შემოქმედებით ძიებებს.

ზევით