კინო

7 სერიალი, რომელმაც 2021 წელი შექმნა

7 სერიალი, რომელმაც 2021 წელი შექმნა

მოდით ვაღიაროთ, 2021 წელი კინემატოგრაფიულად მდიდარი წელი იყო, რომელმაც არა ერთი დაუვიწყარი ფილმი და სერიალი შემოგვთავაზა. თვეობით გადადებული პრემიერების ფონზე, ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე ფილმებმა თავი 2021 წელს მიიყარეს და ჩვენი აღფრთოვანება ყოველ ჯერზე მოახერხეს, რაც შეეხება სერიალებს, არც კი ვიცით საიდან დავიწყოთ საუბარი, ქეით უინსლეტის HBO-ს ახალ შოუში გამოჩენით, ნიკოლ კიდმანის ბრწყინვალე შესრულებით Nine Perfect Strangers-ში თუ Maid-ის სულისშემძვრელი ისტორიით.

ეპიკური Dune-ის მთავარი კოზირი მის ემოციურ სიღრმეში უნდა ვეძებოთ

ეპიკური Dune-ის მთავარი კოზირი მის ემოციურ სიღრმეში უნდა ვეძებოთ

კოლოსალური ბიუჯეტით, ბრწყინვალე სამსახიობო და შემოქმედებითი გუნდით Dune-ის წარმატება თავიდანვე გარანტირებული იყო, თუმცა ეს არ არის ერთადერთი საბაბი იმისა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული სამეცნიერო ფანტასტიკა კინოაკადემიის ჯილდოს მთავარ პრეტენდენტად მოიაზრება, Dune-ს დაუვიწყარს მისი ემოციური სიღრმე ხდის და ეს მარტივი მისაღწევი ნამდვილად არ არის.

სტივენ სპილბერგის ფილმი West Side Story

სტივენ სპილბერგის ფილმი West Side Story

სტივენ სპილბერგის West Side Story რეჟისორის თავში დაიბადა, თუმცა არა უახლოეს წარსულში, ლეგენდარული მიუზიკლის ეკრანზე გადმოტანა სტივენმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ფენიქსში, 1950-იან წლებში პატარა სპილბერგს მხოლოდ მიუზიკლის საუნდტრეკი ესმოდა და ცდილობდა ცეკვის ყოველი მოძრაობა გონებაში გაეცოცხლებინა.

„მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზი მოიგო

„მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზი მოიგო

„ოსკარზე“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე, საქართველოს სახელით წარდგენილი „მეოთხე ბრაიტონი“ ყველაზე დიდ დაჯილდოებამდე დიდების მოხვეჭას განაგრძობს და არა ერთი პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შემდეგ საუდის არაბეთის წითელი ზღვის კინოფესტივალის პრიზის მფლობელადაც გვევლინება.

SPENCER-ის შესახებ და დიდი არჩევანის ზღვარზე მყოფი პრინცესა დიანას პორტრეტი

SPENCER-ის შესახებ და დიდი არჩევანის ზღვარზე მყოფი პრინცესა დიანას პორტრეტი

კრისტენ სტიუარტი, ტიმოთი სპოლი და ჯეკ ნილენი რეჟისორ პაბლო ლარაინის ახალ ეკრანიზაციაში ერთიანდებიან და კიდევ ერთხელ ცდილობენ, მე-20 საუკუნის ხალხის რჩეული პრინცესას - დიანას პორტრეტი ახლებური ხედვით წარმოგვიდგინონ. კრისტენის ლედი დი უნიკალურია, ვერაფრით მიამსგავსებთ აქამდე ნანახსა და გაგონილს, ნარატივი დამაინტრიგებელია, დამნაშავე კი ხან არავინ, ხან კი ყველაა.

5 ყველაზე გრაციოზული სასცენო კოსტიუმი კინემატოგრაფიის ისტორიაში

5 ყველაზე გრაციოზული სასცენო კოსტიუმი კინემატოგრაფიის ისტორიაში

რეჟისორ რობერტ ლეონარდის 1941 წელს გამოსულ Ziegfeld Girl-ში, ერთ-ერთ მთავარ როლს შეუდარებელი სილამაზისა და ნიჭის მფლობელი ამერიკელი მსახიობი ჰედი ლამარი ასრულებდა. ჰედის ვარსკვლავებით მოჭედილი კოსტუმი ათწლეულების განმავლობაში შთაგონების წყაროს წარმოადგენდა და ამ თეთრი კაბის ინსპირაციით შექმნილი სილუეტების ხილვა, წითელ ხალიჩაზე დღემდე შეგვიძლია.

„ნეთფლიქსმა“ იცოდა სიმართლე, თუმცა განგებ შეცვალა - ნონა გაფრინდაშვილის საქმის სიახლეები

„ნეთფლიქსმა“ იცოდა სიმართლე, თუმცა განგებ შეცვალა - ნონა გაფრინდაშვილის საქმის სიახლეები

გიგანტურმა საკაბელო ტელევიზია „ნეთფლიქსმა“, სენსაციად ქცეული მინისერიალ „ლაზიერი გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცნობების დამახინჯება ფაქტობრივად აღიარა. ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ს  სასამართლოში სერიალის სცენარის ავტორმა და რეჟისორმა, ფრენკ სკოტმა, განაცხადა, რომ მან იცოდა ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ, თუმცა ფაქტები განზრახ დაამახინჯა.

House of Gucci-ს გარშემო კრიტიკა არ წყდება - რიდლი სკოტის პასუხი გუჩის ოჯახს

House of Gucci-ს გარშემო კრიტიკა არ წყდება - რიდლი სკოტის პასუხი გუჩის ოჯახს

რიდლი სკოტის ახალი ფილმის House of Gucci-ს მსოფლიო პრემიერიდან, სულ რაღაც 1 კვირა გავიდა და მის გარშემო სკანდალები ყოველდღიურად მატულობს. მას შემდეგ, რაც გუჩის ოჯახის ისტორიის შესახებ მოთხრობილი ისტორია, მოდის სახლის ყოფილმა დიზაინერმა ტომ ფორდმა საჯაროდ დაიწუნა (სხვათა შორის დიზაინერმა ფილმი მის გამოსვლამდე აითვალწუნა და განაცხადა რომ გუჩის ოჯახი ასეთი მოდური არასდროს ყოფილა), რასაც თავად გუჩის ოჯახის წარმომადგენლების კრიტიკაც მოჰყვა.

2022 წლის „ოსკარის” პრიზის 11 რეალური კანდიდატი - ფილმები, რომლებიც უნდა ნახოთ

2022 წლის „ოსკარის” პრიზის 11 რეალური კანდიდატი - ფილმები, რომლებიც უნდა ნახოთ

2022 წლის 27 მარტს „ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია 2-წლიანი ქაოსის შემდეგ, რომელიც მსოფლიო პანდემიამ გამოიწვია, განახლებული ძალებით დაგვიბრუნებდა. ახლა, როდესაც ყველამ, მათ შორის რეჟისორებმა და მსახიობებმა კოვიდ 19-თან თანაარსებობა ისწავლეს, მოვლენებმა ახალი დინებით დაიწყო სვლა და ერთგვარი ჩავარდნის, პაუზისა და შესვენების შემდეგ შესაძლებლობა გვაქვს ბრწყინვალე კინემატოგრაფიული ნამუშევრებით დავტკბეთ.

სად არის ქეით ჰადსონის საკულტო ყვითელი კაბა დღეს?

სად არის ქეით ჰადსონის საკულტო ყვითელი კაბა დღეს?

2003 წელს გამოსული საკულტო ფილმი How to Lose a Guy in 10 Days ქეით ჰადსონისა და მეთიუ მაკონაჰის მონაწილეობით, არა ერთი მიზეზის გამო შევიყვარეთ. მსუბუქი იუმორი, ბრწყინვალე სამსახიობო დუეტი, დასამახსოვრებელი, გამორჩეული სიუჟეტი და ქეითის ყვითელი კაბა, დიახ სწორედ ის კაბა, რომელიც მსახიობს ერთ-ერთ კულმინაციურ მომენტში ამშვენებდა.

ზევით