კულტურა

Grammy 2021: ბიონსეს ისტორიული მომენტი, გამარჯვებულები და დღის ჰაილაითები

Grammy 2021: ბიონსეს ისტორიული მომენტი, გამარჯვებულები და დღის ჰაილაითები

თითქმის ორი თვით გადადებული დაჯილდოების ცერემონია შედგა! გუშინ, 14 მარტს, ლოს-ანჯელესში Grammy Awards-ის რიგით 63-ე ცერემონია გაიმართა, რომლის წამყვანად ჩვენთვის საყვარელი მსახიობი და კომიკოსი ტრევორ ნოა მოგვევლინა. 2021 წლის Grammy ჯერ კიდევ გასულ წელს გაეხვა სკანდალში, როდესაც ნომინანტების სრული სია გამოაქვეყნა, მასში კი აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი ალბომის ავტორი The Weeknd არ აღმოჩნდა.

ვარსკვლავები, რომლებიც ქორწინებას არ ცნობენ

ვარსკვლავები, რომლებიც ქორწინებას არ ცნობენ

სამაგალითო Hollywood-ური ოჯახები თითზეა ჩამოსათვლელი, თუმცა ქორწინების ინსტიტუტს ყველა მათგანი არ აღიარებს. მეტიც, იმ წყვილებიდან, რომლებსაც წლებია ეკრანებიდან ადევნებთ თვალყურს, ბევრი ქორწინებაში არასდროს ყოფილა. The Diary იმ ვარსკვლავების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც ქორწინების ინსტიტუტს არ ცნობენ.

HBO ტინა ტერნერის შესახებ დოკუმენტურ ფილმს წარმოგვიდგენს - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

HBO ტინა ტერნერის შესახებ დოკუმენტურ ფილმს წარმოგვიდგენს - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ლეგენდარული მომღერლის, ავტორისა და მოცეკვავის შესახებ HBO დოკუმენტურ ფილმს 27 მარტს წარმოგვიდგენს. ფილმი, რომელიც საკულტო მომღერლის ბრწყინვალე კარიერის 60 წლის, მისი გამოწვევების, აღმავლობისა და პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ გვიამბობს, ტინა ტერნერის Rock & Roll Hall of Fame-ის ნომინაციას დაემთხვა

ნინო გაჩეჩილაძე: „ჩემთვის „ჩცდ“ არის მეორე უმაღლესი სასწავლებელი, სადაც თითქმის 10 წელია ვსწავლობ“

ნინო გაჩეჩილაძე: „ჩემთვის „ჩცდ“ არის მეორე უმაღლესი სასწავლებელი, სადაც თითქმის 10 წელია ვსწავლობ“

თეატრისა და კინოს მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, რომელიც მაყურებელმა ჩცდ-ს კატო კირვალიძის როლით გაიცნო და შეიყვარა, ჩვენთან საუბრისას „ჩემი ცოლის დაქალების“ განახლებული სატელევიზიო განრიგის, ერთი დიდი ოჯახის, covid 19-ის პანდემიის გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გამოგვიტყდა.

ლედი გაგა და ადამ დრაივერი House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე პოზირებენ

ლედი გაგა და ადამ დრაივერი House of Gucci-ს გადასაღებ მოედანზე პოზირებენ

ლედი გაგამ სოციალურ ქსელში House of Gucci-ს გადასაღები მოედნიდან, ადამ დრაივერთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი გაგვიზიარა. მომღერალი შეცვლილი იმიჯითა და მსახიობი თეთრი სვიტერით დათოვლილი ალპების ფონზე პოზირებენ და თუ კი ჯერაც ვერ მიხვდით, რაშია საქმე, ყველაფერს ახალვე აგიხსნით.

ფრანგული კინოს მშვენება იუბილარია - 10 ესთეტიკური ფილმი ჯულიეტ ბინოშის შესრულებით

ფრანგული კინოს მშვენება იუბილარია - 10 ესთეტიკური ფილმი ჯულიეტ ბინოშის შესრულებით

ოსკაროსანი ფრანგი კინომსახიობი და მხატვარი ჯულიეტ ბინოში დღეს იუბილარია, მშვენიერ ქალს 57 წელი შეუსრულდა. 1964 წელს ჯულიეტი, სკულპტორი მამისა და მსახიობი დედის ოჯახში დაიბადა, გამომდინარე აქედან ხელოვნების სამყაროს პატარა ასაკიდან ეზიარა და შეიყვარა კიდეც.

10 შთამაგონებელი ფილმი, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს უნდა ნახოთ

10 შთამაგონებელი ფილმი, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს უნდა ნახოთ

ქალთა საერთაშორისო დღის დასასრულის იდეალური სცენარი, ჩვენთვის შემდეგნაირად გამოიყურება: თბილად მოკალათებულები ვსხედვართ ბოკალი ღვინით ხელში (სასურველია ახლო მეგობრებთან ერთად, თუმცა პანდემიის პირობებში სცენარის ამგვარი განვითარება შეუძლებელი ჩანს) და ვუყურებთ შთამაგონებელ ფილმებს, ძლიერი და ყოვლისშემძლე ქალების მონაწილეობით

MY LITTLE BRAVE GIRL - ჰილარი დაფის ილუსტრირებული საბავშვო წიგნი

MY LITTLE BRAVE GIRL - ჰილარი დაფის ილუსტრირებული საბავშვო წიგნი

ჩემი პატარა, მამაცი გოგო - ამ სახელწოდებით იხილა დღის სინათლე ამერიკელი მსახიობისა და მომღერლის - ჰილარი დაფის პირველმა საბავშვო ილუსტრირებულმა წიგნმა, რომლის ინსპირაციის წყაროც დაფის პატარა ქალიშვილი გახდა. სიახლის შესახებ საკუთარი Instagram გვერდის საშუალებით თავად ვარსკვლავმა გვამცნო.

10 წიგნი, რომელიც თოვლიან ამინდში უნდა წაიკითხოთ

10 წიგნი, რომელიც თოვლიან ამინდში უნდა წაიკითხოთ

ყველასათვის მოულოდნელად, დედაქალაქში  უკვე მეორედ გაგვითოვდა. დაგვეთანხმეით, რომ ეს იმ გამონაკლისი დღეების რიცხვს განეკუთვნება, როდესაც ყველას სახლში მყუდროდ ჯდომა და ფანჯარასთან, რაიმე სასიამოვნოს წაკითხვის სურვილი გვიჩნდება.

Outlander მე-6 სეზონით გვიბრუნდება: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

Outlander მე-6 სეზონით გვიბრუნდება: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ

დროში მოგზაურობის დროა! ჩვენი საყვარელი სერიალი ეკრანებზე სულ მალე დაგვიბრუნდება. დაიანა გაბალდონის წიგნების სერიის კინოადაპტაცია Outlander, The Starz-ის ეთერში ახალი, მეექვსე სეზონით გვიბრუნდება. პანდემიის მიუხედავად სერიალის გადაღებები განახლდა და ჩვენც, Outlander-ის ერთგულ გულშემატკივრებს ერთი სული გვაქვს ყველა დეტალი შევიტყოთ, რომელიც უკვე ცნობილია.

ზევით