კულტურა

UNMEMORY: „ღია სივრცე“ ახალი პერფომანსით ბრუნება

UNMEMORY: „ღია სივრცე“ ახალი პერფომანსით ბრუნება

სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ პანდემიით გამოწვეული დიდხნიანი პაუზის შემდეგ, „ღია სივრცე“ განახლებული სარეპერტუარო პოლიტიკით და ახალი პერფომანსით ბრუნება და 21/22 წლის სეზონს დავით ხორბალაძის ახალი სპექტაკლით, UNMEMORY, ხსნის. ღია სივრცისა და დავით ხორბალაძის კოლაბორაციით შექმნილი წარმოდგენა მეხსიერების უწყვეტ გარდაქმნაზეა.

ემა სტოუნის 10 საუკეთესო კინოროლი

ემა სტოუნის 10 საუკეთესო კინოროლი

კომედია, დრამა, მელოდრამა, ისტორიული, ფანტასტიკა - დაგვისახელეთ ჟანრი, რომელშიც ჩვენი რჩეული ჰოლივუდელი მშვენება ოსკაროსანი ემა სტოუნი უბრალოდ არ ანათებს. ემა სტოუნმა თავი ტელეეკრანებზე გამოჩენის პირველივე წუთებიდან შეგვაყვარა, სხვაგვარად შეუძლებელიც კი იქნებოდა, მისი საშემსრულებლო მანერის, ენერგეტიკის, პროფესიონალიზმისა და ნიჭის წყალობით ემა მალევე იქცა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალშემოსავლიან მსახიობად, რომლის ფილმოგრაფიაც ლეგენდარული ფილმებით, რეჟისორებითა და კოლეგა-მსახიობებით არის სავსე.

საქართველო მსოფლიო საოპერო რუკაზე: OPERA CROWN დღეს სრულდება

საქართველო მსოფლიო საოპერო რუკაზე: OPERA CROWN დღეს სრულდება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დღეს, 5 ნოემბერს ვოკალისტთა მე-2 საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN-ის დასკვნითი საღამო - საზეიმო დახურვა გაიმართება. კონკურსი 1-ელ ნოემბერს გაიხსნა და 3 ტურისგან შედგებოდა. კონკურსის ფარგლებში, 21 ქვეყნიდან, საქართველოს 50-მდე ახალგაზრდა ვოკალისტი ესტუმრა, რომლებსაც საერთაშორისო ჟიური აფასებს. ფინალისტები სულ რამდენიმე საათში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით წარდგებიან  მაყურებლის წინაშე.

5 და 6 ნოემბერს პანტომიმის თეატრი სპექტაკლ „ნატვრის ხეზე“ გვეპატიჟება

5 და 6 ნოემბერს პანტომიმის თეატრი სპექტაკლ „ნატვრის ხეზე“ გვეპატიჟება

დღეს და ხვალ, 5 და 6 ნოემბერს, პანტომიმის სახელმწიფო თეატრი დიდ გაერთიანებას - სპექტაკლ ნატვრის ხეს გვთავაზობს. პანტომიმის თეატრისა და რომა რცხილაძის კოლაბორაციით, ნატვრის ხე პირველად 2018 წელს დაიდგა, ამ სპექტაკლში ერთიანდება განსხვავებული ადამიანების ოცნებები და ნატვრები. გრძნობები გამოხატულია ქართული პანტომიმის უნიკალური მოძრაობებით მესამე განზომილებაში. ცოცხალი ადამიანებისგან შექმნილი ნატვრის ხის ფონზე რომა რცხილაძე ყველასთვის საყვარელ სიმღერას "ნატვრის ხე" -ს შეასრულებს

5 წიგნი, თანამედროვე პოლონური ლიტერატურიდან  „გამომცემლობა ინტელექტისგან“

5 წიგნი, თანამედროვე პოლონური ლიტერატურიდან  „გამომცემლობა ინტელექტისგან“

პოლონური ინსტიტუტი თბილისში და „გამომცემლობა ინტელექტის“ ერთობლივი პროექტით, საგულდაგულოდ შეირჩა და ითარგმნა თანამედროვე პოლონური ლიტერატურის მარგალიტები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატის ოლგა ტოკარჩუკის ესეისტური ნაშრომი „თოჯინა და მარგალიტი“, ბარბარა კლიცკა, „სანატორიუმი“ თუ პრესტიჟული პოლონური პრემიის „ნიკეს“ მფლობელი წიგნი „ტრაქტატი ლობიოს დაჩურჩვის შესახებ“ ვიესლავ მიშლივსკისგან.

ყველასთვის და ყველაფერზე: ნორა იკსტენას „დედის რძე“

ყველასთვის და ყველაფერზე: ნორა იკსტენას „დედის რძე“

წიგნები, რომელთა წაკითხვის შემდეგაც აღარასოდეს ვართ ისეთები, როგორებიც უწინ, წიგნები, რომლებიც მკითხველზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ, ყოველთვის იმსახურებენ სათანადო ყურადღებას და დაფასებას, დღეს The Diary-ს რედაქციის რჩეული წიგნი უნდა გაგაცნოთ, რომელიც გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ 2018 წელს გამოსცა ქართულ ენაზე.

დღეიდან, შეგიძლიათ თანამედროვე სტანდარტების მქონე განახლებულ ეროვნულ გალერეას ესტუმროთ

დღეიდან, შეგიძლიათ თანამედროვე სტანდარტების მქონე განახლებულ ეროვნულ გალერეას ესტუმროთ

თანამედროვე სტანდარტებით, განახლებული საექსპოზიციო დარბაზებითა და რეაბილიტირებული ინტერიერით დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა დღეს, ორი დიდი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილისა და ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებით გაიხსნება. განახლებულ ეროვნულ გალერეაში სარემონტო სამუშაოები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით 2011 წლის შემდეგ პირველად ჩატარდა.

„თბილისის მურალ ფესტივალი“ - გაუცხოებული ურბანული გარემოს პასუხად

„თბილისის მურალ ფესტივალი“ - გაუცხოებული ურბანული გარემოს პასუხად

გალერეიდან გამოქცეული ხელოვნება უკვე ორი წელია თბილისის გაუცხოებული ურბანული გარემოსა და პოსტსაბჭოური შენობების ცარიელი კედლების მონუმენტურ ნახატებად იქცა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ერთი ორად გააფერადა.

ექსპოზიცია „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ - მოგზაურობა ანტიკურ ეპოქაში

ექსპოზიცია „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ - მოგზაურობა ანტიკურ ეპოქაში

ეროვნულ მუზეუმში მსოფლიო საგანძურის გამოფენა საკმაოდ მნიშვნელოვანი და პატივსაცემი გამოფენათა სერიით გაგრძელდა - „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ ვანის შემდე თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გამოიფინა და მან საზოგადოების ყურადღება ნამდვილად მიიპყრო.

გუდიაშვილის განახლებული მოედანი - გადარჩენილი ძველი თბილისი

გუდიაშვილის განახლებული მოედანი - გადარჩენილი ძველი თბილისი

ერთადერთი უბანი დედაქალაქში, რომელმაც დღევანდელობამდე პირვანდელი სახით მოაღწია, თუმცა ხანდაზმულობის გამო ჩვენს დახმარებასაც საჭიროებდა, ერთ სივრცეში თავმოყრილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მდიდარი ისტორიული მონაპოვარი, რომელიც თავის სათქმელს თითოეულ ნაბიჯზე ხმამაღლა ამბობდა - სამოქალაქო პროტესტს უდიდესი ძალა რომ აქვს და მას ცვლილებების მოხდენა ნამდვილად შეუძლია - გუდიაშვილის განახლებული მოედანი თბილისის შუაგულში ამის ერთ-ერთი ნათელი მტკიცებულებაა.

ზევით